„სამშობლო“ ასე ჰქვია გამოფენას,რომელიც აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თეკლა მელაძის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები,რომელთა ნახვა დამთვალიერებელს 2 სექტემბრის ჩათვლით შეეძლება.
დღეს მოსული სტუმრებისგან კი შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულებს ავტორმა საკუთარი ნახატები საჩუქრად გადასცა. თეკლა მელაძე 13 წლის ასაკში გახდა art expo new york-ის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე პერსონალური გამოფენით და იყო ვიპ სტუმარი, ის არის 15 პერსონალური და მრავალი ჯგუფური გამოფენის ავტორი და არაერთი ჯილდოსა და სერთიფიკატის მფლობელი.