საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს

29 აგვისტო 2024, 10:01 274 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს. სარჩელის განხილვა 11:00 საათზე დაიწყება.

საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებით სადავოა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წესსა და აწესრიგებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

სარჩელი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონთან დაკავშირებით ოთხმა მოსარჩელემ წარადგინა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს პარლამენტის 38-მა დეპუტატმა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი