ცოფის შემთხვევები კახეთში

27 აგვისტო 2024, 19:52 412 ნახვა

წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა - ცოფის პრევენციის მიზნით, ვაქცინირებულია 770 ცხოველი,- ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, „2012 წელთან შედარებით, ცხოველებში ცოფის შემთხვევები 80%-მდეა შემცირებული”.ცოფის საწინააღმდეგო  ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით ჩაუტარდა 185 000 შინაურ ბინადარ ცხოველს, მათ შორის, კახეთის რეგიონში ვაქცინირებულია 27 300 ძაღლი და კატა. სააგენტოს მიერ განხორციელებული ვაქცინაცია არის უფასო და გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში