მმართველი პარტია იზიარებს და იცავს იმ ნორმებს რომელიც გაწერილია ჩვენი კონსტიტუციით - თორნიკე რიჟვაძე

24 აგვისტო 2024, 11:25 377 ნახვა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს შევძლოთ დამაჯერებელი გამარჯვების მიღწევა კონსტიტუციური უმრავლესობით, როგორც პარლამენტში, ასევე, აჭარის უმაღლეს საბჭოში, რათა ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანები წარმატებით იქნეს შესრულებული, - ამის შესახებ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძემ კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მმართველი პარტია იზიარებს და იცავს იმ ნორმებს რომელიც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციით.

"მსურს მოგილოცოთ ყველას კონსტიტუციის დღე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი ჩვენი სახელმწიფოებრიობის. ჩვენი პოლიტიკური ძალა, მმართველი პარტია და მთელი შემადგენლობა ზუსტად იმ სულისკვეთებას იზიარებს და იმ ნორმებს იცავს ყოველდღიურ, მათ შორის, პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც გაწერილია ჩვენი კონსტიტუციით და ერთი წამითაც, არცერთ ჩვენს თანაგუნდელს, არცერთ თანამდებობის პირს არც კი გაუფიქრია კონსტიტუციის ნორმებთან შეუსაბამობა.

 

რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, ღალატს და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას, ეს უნდა მოიკითხოთ ძველი ხეისუფლების პირობებში და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს შევძლოთ დამაჯერებელი გამარჯვების მიღწევა კონსტიტუციური უმრავლესობით, როგორც პარლამენტში, ასევე, აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომ ის ამოცანები, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და რომლის თაობაზეც კონკრეტული პუნქტებით, კონკრეტული გეგმით პოლიტსაბჭომ უკვე გაავრცელა განცხადება, ეს ამოცანები იქნეს წარმატებით შესრულებული" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი