23 აგვისტოს გვიან საღამოდან 24 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი - გარემო

23 აგვისტო 2024, 13:39 518 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 აგვისტოს გვიან საღამოდან 24 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში - ზოგან ძლიერი. შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მომატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი