საკონსტიტუციო სარჩელი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ 

22 აგვისტო 2024, 17:55 330 ნახვა

ვინ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წარმომადგენელი, ამ დრომდე უცნობია. საკითხთან დაკავშირებით განცხადება კიდევ ერთხელ გააკთა პრემეირ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სარჩელს სამართლებრივი კუთხით არანაირი პერსპექტივა არ ექნება. მისი თქმით, პრეზიდენტმა თავისი სარჩელით აღიარა იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც ის „კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტად აღიარა“. 

შეგახსენებთ, უცხოური გავლენის გამჭვირვალოსბის კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე სარჩელი შევიდა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის, მედია ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების    და  121 არასამთავრობო ორგანიზაციის ავტორობით.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში