ცესკო-მ საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტი აამაღლა და ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეიტანა

22 აგვისტო 2024, 14:08 304 ნახვა

საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნამდე საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის სტანდარტს კიდევ უფრო ამაღლებს და ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეაქვს, – ამის შესახებ ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

შესაბამისი დადგენილება ცესკომ 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოადგენს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთ უმთავრეს ქვაკუთხედს და გარანტს. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა მოხელეთა მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის მაღალი ეთიკურ სტანდარტი, რომელიც ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდასა და განმტკიცებას.

„ეთიკის კოდექსის გაფორმება ყოველი არჩევნების წინ უკვე რამდენიმე წელია ტრადიციად იქცა. მასზე ხელის მოწერით საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები აღიარებენ და იღებენ ვალდებულებას იყვნენ ეთიკურები და ნეიტრალურები. ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არჩევნები შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რაც აუცილებელია დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. 2024 წლის არჩევნებამდე ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრები ეთიკის კოდექსს ერთდროულად აწერდნენ ხელს. წელს კი ხელმოწერა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და არჩევნების დანიშვნის შემდგომ ჯერ ცესკოს, შემდგომ კი ქვედა დონის საარჩევნო კომისიების წევრები კომისიების დაკომპლექტებიდან მალევე მოაწერენ ხელს“, – ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში