სტარტაპ სამიტი და სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული კონკურსი ბათუმში

21 აგვისტო 2024, 14:44 125 ნახვა

ხელოვნური ინტელექტი, ინვესტიციები და სტარტაპების განვითარება  -თემებზე  საერთაშორისო  ექსპერტების  პრეზენტაციები  სტარტაპ სამიტის ფარგლებში  მიმდინარეობს. ბათუმში  სამიტთან   ერთად   სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული კონკურსი იმართება.

კონკურსი რჩეულ ქართულ სტარტაპებს შორის ტარდება, გამარჯვებული კი მთავარი პრიზისთვის ბრძოლას სან ფრანცისკოში განაგრძობს. სტარტაპების ყველაზე მასშტაბური შეჯიბრების - სტარტაპების მსოფლიო თასის საპრიზო ფონდი მილიონ დოლარს შეადგენს და ფინალურ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტი რეგიონული შეჯიბრი  ტარდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში