2022-2025 წლების გაზიფიცირების გეგმით, კიდევ 396 დასახლებულ პუნქტსა და 57 000-მდე აბონენტს გაზიფიცირების პრობლემა მოუწესრიგდება - "ქართული ოცნება"

21 აგვისტო 2024, 13:35 241 ნახვა

გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, 2013-2024 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 828 დასახლებულ პუნქტსა და 200 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა მოუგვარდა. ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაზიფიცირების პროგრამა შეეხო ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც აქამდე ბუნებრივი აირი ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა.

სამომავლოდ, 2022-2025 წლების გაზიფიცირების გეგმით, კიდევ 396 დასახლებულ პუნქტსა და 57 000-მდე აბონენტს მოუწესრიგდება გაზიფიცირების პრობლემა.

 2025 წლისთვის კი, საქართველოს გაზიფიცირების დონე 93%-ს მიაღწევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი