ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ქობულეთში მეგობრობის ქუჩაზე არსებულ უკანონო მშენებლობაზე ბრიფინგი გამართეს. საუბარია თევზის რესტორანზე, რომელიც ორი წლის წინ აშენდა, სადაც ხის დროებითი კონსტრუქციის მშენებლობაზე გაიცა ნებართვა, თუმცა მოგვიანებით რკინა-ბეტონის ორსართულიანი შენობა აშენდა.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ობიექტი ქართული ოცნების შემომწირველებს ეკუთვნის და მსგავსი ობიექტები, სადაც უკანონოდ გაიცა მშენებლობის ნებართვები არაერთია. ოპოზიცია პასუხისმგებლობას ქობულეთის მერს აკისრებს. ჩვენ დავუკავშირდით, ქობულეთის მერიას და ველოდებით მათგან დამატებით განმარტებებს.