საზაფხულო უნივერსიტეტი

21 აგვისტო 2024, 12:11 545 ნახვა

ბათუმში სამ დღიანი საზაფხულო უნივერსიტეტი გაიხსნა. ბირთვული უსაფრთხოება და  გაუვრცელებლობა, გლობალური გამოწვევები და შესაძლებლობები არის ძირითადი განსახილველი საკითხები. საზაფხულო უნივერსიტეტი ბათუმში უკვე მეცხრედ ტარდება და მასში მონაწილეობას, როგორც საქართველოდან, ასევე დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ჰოლანდიიდან, ტაივანიდან, ავსტრიიდან და უკრაინიდან იღებენ. სესიებს საერთაშორისო ექსპერტები წაუძღვებიან.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში