რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, უკრაინის ძალებმა ყველას ჩამოგდება მოახერხეს

19 აგვისტო 2024, 10:29 343 ნახვა
 

რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველას ჩამოგდება მოახერხეს. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მთავარსარდალმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს კიევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, სუმისა და დონეცკის რეგიონებში.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდისა და კურსკის რეგიონებში ოთხი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკში კიდევ ერთი ხიდი გაანადგურეს. კიევი აცხადებს, რომ კურსკის რეგიონში უკრაინული ძალები უკვე  ათას 150 კვადრატულ კილომეტრს  და 80-ზე მეტ დასახლებას  აკონტროლებენ.

სახმელეთო შეტაკების პარალელურად, უკრაინა საჰაერო იერიშებსაც აგრძელებს. ბოლო დღე-ღამეში უკრაინამ როსტოვის ოლქში ქარხანა "კავკაზის" ტერიტორია დაბომბა, სადაც ნავთობი და ნავთობპროდუქტები ინახებოდა. 

 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი