ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი გარდაიცვალა

18 აგვისტო 2024, 10:25 254 ნახვა

88 წლის ასაკში ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი ალენ დელონი გარდაიცვალა.

ინფორმაციას მსახიობის შვილები ადასტურებენ.

ალენ დელონი არაერთი ჯილდოს მფლობელი იყო, მათ შორის, მიღებული ჰქონდა „სეზარის“ პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „ჩვენი ისტორია“, იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“, მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების საპატიო ჯილდოები.

ალენ დელონი იყო საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი.

მსახიობმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმებისთვის „თაკარა მზე“, „როკო და მისი ძმები“, „ლეოპარდი“, „შავი ტიტა“ და სხვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში