ახალი შემოვლითი გზა და საპარკინგე სივრცეები - ბათუმის მერიის გეგმა საცობების განტვირთვისთვის

08 აგვისტო 2024, 15:00 641 ნახვა

საცობების პრობლემა ბათუმში. განსაკუთრებით ქალაქის შემოსასვლელში მძღოლებს ხანგრძლივად უწევთ მანქანების ნაკადში დგომა. გადატვირთულია ქალაქის ქუჩებიც, სადაც კიდევ ერთი პრობლემა საპარკინგე ადგილების დეფიციტია.

რას გეგმავს მერია სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის მიზნით? - არჩილ ჩიქოვანის განცხადებით შემოვლითი გზის გახსნასთან ერთად, იგეგმება სხვადასხვა ადგილას ახალი საპარკინგე სივრცეების მოწყობაც.

მერის თქმით, მიმდინარეობს კვლევები უცხოელი პარტნიორების ჩართულობით, რომელზე დაყრდნობითაც შესაბამისი პროექტი უნდა მომზადდეს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი