„დაკარგული გზების სიზმარი“ - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში სეზონი, ფოლკ–ოპერის, მესამე საპრემიერო ჩვენებით დაიხურა.
სპექტაკლზე წარმოდგენილი იყო მივიწყებული ქართული ფოლკლორის გათანამედროვებული ვერსია, რომელიც ძველ ადათ–წესებსა და ყოფა ცხოვრებაზე გვიყვება.
ფოლკ-ოპერაში ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის სოლისტები და მსახიობები მონაწილეობდნენ. იდეის ავტორი და რეჟისორი – ვლადისლავ ტროიცკია.
სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი მაყურებლის წინაშე, ახალი სეზონით, შემოდგომაზე დაბრუნდება.