დღეს მაღალმთიან აჭარაში სახალხო ზეიმი შუამთობა გაიმართა. სტუმრების წინაშე ფოლკლორული ანსამბლები წარსდგნენ, გაიმართა სპორტული შეჯიბრებები და სხვადასხვა ღონისძიება, გამოავლინეს და დააჯილდოვეს საპატიო ხულოელებიც.
სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომლებმაც ხალხს შუამთობა მიულოცეს და განცხადებებიც გააკეთეს.