ლოიდ ოსტინმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორებთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება გააუქმა

03 აგვისტო 2024, 19:44 569 ნახვა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორებთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება გააუქმა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულები დანაშაულს აღიარებდნენ და ამის სანაცვლოდ, მათ სიკვდილით აღარ დასჯიდნენ.

ლოიდ ოსტინმა ასევე უფლებამოსილება შეუჩერა ოფიცერს, რომელიც ზედამხედველობას უწევდა სამხედრო ტრიბუნალს, სადაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის მდივნის განკარგულებიდან ირკვევა რომ შეანხმება გაფორმებული იყო 5 პირთან, მათ შორის ტერაქტების ორგანიზატორთა ლიდერთან „ალ ქაიდას“ წევრთან. ყველა მათგანი გუანტანამოს ციხეში იმყოფება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი