პრემიერ-მინისტრმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შოვში, ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

03 აგვისტო 2024, 14:19 354 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა შოვში, ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ტრაგედიის ადგილზე, პრემიერ-მინისტრთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი, კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. გასული წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი