ტრამპი კამალა ჰარისთან დებატებს დათანხმდა

03 აგვისტო 2024, 12:59 320 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი კონკურენტ და ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისთან დებატებზე „ფოქს ნიუსის“ შეთავაზებას დათანხმდა.

ამის შესახებ, ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ჰარისთან დებატები გამართოს.

„დავთანხმდი „ფოქს ნიუსს“, მქონდეს დებატები კამალა ჰარისთან 4 სექტემბერს. მანამდე, დებატები ჩანიშნული იყო მძინარე ჯო ბაიდენის წინააღმდეგ ABC-ზე, თუმცა, ეს გაუქმდა, რადგან ბაიდენი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ასევე, ვაწარმოებ სასამართლო პროცესს ABC Network-ისა და ჯორჯ სტეფანოპულოსის წინააღმდეგ, რითაც ვქმნი ინტერესთა კონფლიქტს“, – წერს ტრამპი.

ტრამპის განცხადებით, დებატების წესები არ შეიცვლება და იქნება მსგავსი, როგორც ჯო ბაიდენთან იყო, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ ახლა აუდიტორია დაესწრება.

„ფოქს ნიუსმა“ დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს დებატები 17 სექტემბერს შესთავაზა. კამალა ჰარისს არ დაუკონკრეტებია, დათანხმდება, თუ არა შეთავაზებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი