კიდევ ერთი განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ქობულეთში გააკეთა. საკრებულოს წევრი მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურს სამუშაოების არასრულფასოვნად შესრულებაში ადანაშაულებს. ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ ქალაქის შესასვლელი მოუწესრიგებელია, ფიჭვნარის ტერიტორია კი ეკალბარდებისგან გასაწმენდია. დეპუტატის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ქობულეთის გამწვანების სამსახურის უფროსი. ვახტანგ ნემსაძე ამბობს, რომ ქალაქში გამწვანების სამუშაოები გეგმა გრაფიკითაა გაწერილი.