სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაზე მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა ხელახლა დაიწყო

02 აგვისტო 2024, 16:53 463 ნახვა
 
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, დღეს, საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. შეიცვალა მოსამართლე, შესაბამისად, საქმის განხილვა ხელახლა დაიწყო.

პროკურატურის შუამდგომლობით, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიმდინარე საქმეზე ექსპრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სხდომაზე კლინიკა "ვივამედიდან" ონლაინ ჩაერთო თავად მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პოლიტიკური განცხადება გააკეთა.

შუამდგომლობას დაცვის მხარე ეწინააღმდეგებოდა. ადვოკატებმა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში დაადანაშაულეს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. 

 

 

ფოტო: არქივი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი