ფიროსმანის N1-ში მცხოვრებლები მაღალსართულიანი კორპუსის აშენებას აპროტესტებენ

01 აგვისტო 2024, 13:22 747 ნახვა

ფიროსმანის N1-ა-ში მცხოვრებლები გვერდით მდებარე ძველი, ავარიული შენობის დანგრევას და მის ნაცვლად მაღალსართულიანი კორპუსის აშენებას აპროტესტებენ. ადგილობრივები დღეს კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ და ქალაქის მერიას თხოვნით მიმართეს, არ დაუშვას მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა. მათივე განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა აქ მცხოვრებთა უფლებები.

ადგილობრივები ითხოვენ, ტერიტორიაზე კორპუსის ნაცვლად სკვერი ან პატარა დაბალსართულიანი საცხოვრებელი აშენდეს.

აქციაზე დღეს ავარიულ შენობაში მცხოვრებლებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო. ძველ შენობაში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სხვა ტერიტორიაზე გადასახლების სურვილი არ აქვთ და ამავე ტერიტორიაზე სურთ ბინის მიღება.

აჭარის მაუწყებელი საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მერიას დაუკავშირდა და უწყების პოზიციას მოგვაინებით შემოგთავაზებთ.

 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში