შავშეთის ქუჩის 15 ნომერში მცოხვრებლები კორპუსის მოპირდაპირე მხარეს მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. ამბობენ, რომ მათ საცხოვრებლებს ბზარები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მოპირდაპირე მხარეს ძველი შენობის დამონტაჟი დაიწყო.
მოსახლოება ამტკიცებს, რომ მძიმე ტექნიკის მუშაობის პროცესში კორპუსში გაჩერება შეუძლებელია, ცვივა ბათქაში და ძლიერი რყევებია. მოსახლეობის ინფორმაციით, ექსპერტიზა დაინიშნა და 10 დღის ვადაში აპირებენ ვითარების შესწავლას და მოკვლევის დასრულებმადე კი 12 ოჯახი, კორპუსთან, მუშაობის შეჩერებას ითხოვს.