ტერორიზმისა და შეთქმულების საქმე - გამოკითხვის პროცესი სუს-ში

30 ივლისი 2024, 11:15 370 ნახვა

გამოკითხვები გრძელდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.  ცოტა ხნის წინ უწყებაში გამოკითხვაზე მივიდა შამსუდინ ავლარიგოვი. ის ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხება. შამსუდინ ავლარიგოვმა უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი