ხახულის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი

29 ივლისი 2024, 14:44 396 ნახვა

საავტომობილო მოძრაობა  ჩაკეტილია ბათუმში, ე.წ. ინჯალოს დასახლებაში, შეფერხება ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა გამოიწვია, რომელიც 2 თვეში უნდა დასრულდეს. ბათუმის მერიის ინფორმაციით,  ალტერნატიულ გზად  მოქალაქეებს შეუძლიათ ხახულის  მეორე შესახვევი ან  ხახულის ქუჩის არხის მარჯვენა მხარე გამოიყენონ. 

ხახული-ვარშანიძის ქუჩის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში   სამუშაოები  ვარშანიძის ქუჩაზეც მიმდინარეობს, კერძოდ, ხახულის  ქუჩიდან ვარშანიძის ქუჩის მიმართულებით  უნდა მოეწყოს   ნაპირსამაგრი კედლები და სანიაღვრე არხი, ამ ეტაპზე  ძველი ასფალტის საფარის აყრა მიმდინარეობს.

რაც შეეხება  მთლიან პროექტს, რომელიც  ე.წ. სტეფანოვკის ხიდიდან  ვარშანიძის  ქუჩის  სრულ რეაბილიტაციას მოიცავს  2026 წლის  აპრილში უნდა დასრულდეს, პერიოდულად    გზებზე ზოგიერთი მონაკვეთი  გადაიკეტება, თუმცა   მერიაში აცხადებენ, რომ ყველა შემთხვევაში  იარსებებს ალტერნატიული გზა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში