ევროკომისიის კვლევის თანახმად, ევროპელთა უმრავლესობა ევროპაში უსაფრთხოების ვითარებით შეშფოთებულია

27 ივლისი 2024, 13:33 341 ნახვა

ევროკომისიის დაკვეთით ორგანიზაცია Ipsos-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეების ორი მესამედი უსაფრთხოებით არის შეშფოთებული.

გამოკითხულთა დაახლოებით 47%-მა განაცხადა, რომ ისინი „საკმაოდ შეშფოთებულნი არიან“ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირის უსაფრთხოებით, 17% კი ამბობს, რომ „ძალიან შეშფოთებულია“. ყველაზე მეტად უსაფრთხოების საკითხები პორტუგალიის მოქალაქეებს აწუხებთ, შემდეგ მოდის გერმანია.

Ipsos-მა ონლაინ გამოკითხვა ივნისი-ივლისის პერიოდში ჩაატარა და მასში მონაწილეობა ევროკავშირის 25 ათასამდე მოქალაქემ მიიღო.

გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეების დაახლოებით 58% კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილი ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით, 37 % კი – პესიმისტურად.

მოქალაქეების დაახლოებით 50% მიიჩნევს, რომ ევროკავშირისთვის ამჟამინდელი ყველაზე დიდ გამოწვევა უკრაინის ომია, ხოლო გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა არალეგალური მიგრაციაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი