კალიფორნიაში, ბიდველ პარკში ხანძრის შედეგად 125 ათას ჰექტარზე მეტი განადგურდა

26 ივლისი 2024, 09:52 81 ნახვა

კალიფორნიაში, სასეირნო პარკში ხანძრის შედეგად 125 ათას ჰექტარზე მეტი განადგურდა. ხანძარი ადგილობრივი დროით, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ბიდველ პარკში გაჩნდა.

პოლიციის დეპარტამენტმა ახლომდებარე სოფლებიდან მოქალაქეების ევაკუაციის ბრძანება გასცა.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ხანძარს 1100-ზე მეტი მეხანძრე ებრძოდა.

გავრცელებული ცნობით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაკავებულია სავარაუდო ეჭვმიტანილიც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში