სუს-მა არაერთხელ აჩვენა, რომ არის მოწოდების სიმაღლეზე, საზოგადოებას მრავალი საფრთხე აარიდა - რატი ბრეგაძე

25 ივლისი 2024, 13:05 350 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ აჩვენა, რომ არის მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებას მრავალი განსაცდელი და საფრთხე აარიდა თავიდან.

ბრეგაძის შეფასებით, ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს, წარმატებით დასრულდება.

„რაც შეეხება კითხვას, რატომ არ ხდება საზოგადოებისთვის ბევრი დეტალი ცნობილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობას აქვს თავისი სპეციფიკა, ეს დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოებასთან. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას იმგვარად მიაწვდის ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე. უწყების განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი