სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურს სამი ახალი რედაქტორი ეყოლება. 10 მარტს გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც დღეს დასრულდა, მაია მერკვილაძემ, სოფო ჟღენტმა და ირინა ყურუამ გაიმარჯვეს. ისინი მუშაობას ხვალიდან შეუდგებიან.
საკონკურსო კომისიის წევრები მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, მაუწყებლის დირექტორი ნათია კაპანაძე და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი იყვნენ. კონკურსში სამი კონკურსანტი მონაწილეობდა და კომისიის წევრებმა რედაქტორის პოზიციაზე სამივე მათგანი შეარჩია.