შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი იწყება

24 ივლისი 2024, 10:31 578 ნახვა

ივლისის ბოლო კვირა ბათუმის კორტებზე ტრადიციულად ჯაზური იქნება.  26-28 ივლისს, თავისი ენერგიულობითა, მუხტითა და ფანკით ცნობილი „შავი ზღვის ჯაზფესტივალი“ ჩატარდება.

ფესტივალის წლევანდელი პროგრამა აერთიანებს ისეთ ცნობილ ბენდებსა და შემსრულებლებს, როგორებიც არიან ფილიპ ლასიტერი, ჯოჯო მაიერი, The Jacksons.

ფესტივალის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.  ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარია გამოყოფილი.          

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში