რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ბსუ-ში

22 ივლისი 2024, 14:09 535 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს, კონკურსში ერთი კანდიდატი მერაბ ხალვაში მონაწილეობს, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის აკადემიურ წევრებს ექვსთვიან სამოქმედო გეგმას აცნობს.

ხალვაშმა ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესსა და მიღებული რეკომენდაციების წარმატებით შესრულებას, ასევე ყურადღება გაამახვილა სტრატეგიული განვითარების გეგმით გაწერილი ამოცანების შესრულებაზე. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად კენჭისყრა დღესვე გაიმართება.

არჩევნები 19 ივლისს იყო ჩანიშნული, თუმცა რადგანაც რექტორობის მსურველი არ დარეგისტრირებულა, ამიტომ აკადემიური საბჭო დროებით მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს. ბსუ-ს რექტორი აქამდე ორი ვადით მერაბ ხალვაში იყო.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში