ამერიკაში სენატორი უცხოელ აგენტად გამოცხადდა

20 ივლისი 2024, 14:48 361 ნახვა

ამერიკელი სენატორი რობერტ მენენდესი აგენტობის ბრალდებით გაასამართლეს, ის პირველი ამერიკელი სენატორია, რომელიც უცხოურ აგენტად მოქმედებაში დამნაშავედ ცნეს.

ამის შესახებ სტატიას ჟურნალისტი ადამ კლასფელდი, ანალიტიკურ ფორუმზე Just Security აქვეყნებს.  სენატორი 16 საქმეზე ცნეს დამნაშავედ, თავად მენენდესმა განახადა, რომ თანამდებობის დატოვებას აპირებს თუმცა, სტატიის ავტორის თქმით მე-14 და მე-15 პუნქტები მას ეგვიპტის მთავრობის სასარგებლოდ აგენტად მოქმედებაში ადანაშაულებს.

სტატიის მიხედვით, მენენდესის კონგრესში ყოფნის 30 წლიანი კარიერისთვის  16 ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა ფატალური დარტყმაა. აქვე აღნიშნულია, რომ „ბობ მენენდესის „უცხოურ აგენტობასთან“ დაკავშირებით გასამართლებამ შეიძლება მეორე მსოფლიო ომის დროინდელი კანონის აღდგენის შესახებ იუსტიციის დეპარტამენტის ხანგრძლივი საბრალდებო სტრატეგია განამტკიცოს, რათა აშშ-ში უცხოური გავლენა შეზღუდოს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი