ვაჟთა ფოლკლორული გუნდი “იბერიონი” 20 წლისაა

20 ივლისი 2024, 11:53 765 ნახვა

ვაჟთა  ფოლკლორული გუნდი „იბერიონი“  20 წლისაა. საიუბილეო საღამო გუნდმა კონცერტით აღნიშნა, გუნდის მიერ შესრულებულ ნაწარმოებებს თან უწყვეტი ტაში და ოვაციები ახლდა.

არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გუნდი კონცერტზე  კიდევ  ერთხელ დაჯილდოვდა, გუნდის ხელმძღვანელს თეიმურაზ დოლიძეს  ქართულ სიმღერაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დიპლომი გადაეცა.

ღონისძიებაში იბერიონის გარდა სხვა ანსამბლებიც მონაწილეობდნენ, საღამოს ხელოვანები, და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ვაჟთა ფოლკლორული გუნდი 2004 წელს ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში თეიმურაზ დოლიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში