„ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მართვა მუნიციპალიტეტებში“ - კვლევის პრეზენტაცია

19 ივლისი 2024, 10:26 442 ნახვა

‘’ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მართვა მუნიციპალიტეტებში’’ - კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა ბათუმში.  

შეხვედრაზე კვლევის მიგნებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრეს.  ითქვა, რომ აუცილებელია ყველა ძალადობის მსხვერპლ ქალს ჰქონდეს სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ როგორც  ერთჯერადი მატერიალური ასევე არამატერიალური დახმარება ასევე არ მოხდეს ძალადობის მსხვერპლ ქალთა დისკრიმინაცია. 

კვლევა 15 მუნიციპალიტეტი ჩატარდა. ღონისძიება  ქალთა ოთახების გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა და მას მუნიციპალიტეტებიდან  ქალთა ოთახის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.  

კვლევა ‘’ქალთა ფონდის’’ მიერ დაფინანსებული პროექტია. კვლევა დაეგზავნება მუნიციპალიტეტებს გამოცდილების გაზიარების მიზნით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი