გენერალური პროკურორის კანდიდატის მოსმენა პარლამენტში 

18 ივლისი 2024, 11:10 329 ნახვა

თაღლითობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ახლებური მიდგომები, მსხვერპლი ბავშვების დაცვა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - გიორგი გაბიტაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომის დამსწრეებს პროკურატურის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე თავისი ხედვა გაუზიარა.

ამ წუთებში გენერალური პროკურორობის კანდიდატი ისევ დეპუტატების კითხვებს პასუხობს. მოგვიანებით კი, გენერალური პროკურორობის კანდიდატს  კანონმდებლები რიგგარეშე სესიაზე უყრიან კენჭს.

საპროკურორო საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით შერჩეულ კანდიდატს სრულ ნდობას უცხადებს მმართველი გუნდი. პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობს ოპოზიცია და თვლის, რომ გაბიტაშვილი არა არჩეული, არამედ დანიშნული მთავარი პროკურორი იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი