მონაწილეობითი ბიუჯეტი ქედაში

10 ივლისი 2024, 20:01 407 ნახვა

ქედის მერიის ინფორმაციით, პროგრამა მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოებზე ტენდერები გამოცხადდა და მალე სამუშაოები დაიწყება. პროგრამით გათვალისწინებულია 740 000 ლარის ღირებულებით გარეგანათების ქსელის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება,  ხოლო 140 000 ლარის ღირებულებით მზა ბეტონის შესყიდვა და გზების მოწესრიგება მოხდება.

ტენდერები გამოცხადებულია სოფლებშიც დასასვენებელი სივრცის მოწყობისთვისაც. სამუშაოების ნაწილზე საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება. პროგრამა მონაწილეობითი ბიუჯეტით მოსახლეობა თავად ირჩევს კენჭისყრის გზით, თუ რა ღონისძიებები განხორციელდეს სოფელში. წელსაც მისი ბიუჯეტი მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი