საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ისოს სერტიფიკატი კვლავ მიიღო

10 ივლისი 2024, 17:59 515 ნახვა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ISO-ს საერთაშორისო სტანდარტის განახლებული ვერსიის მოთხოვნების მიხედვით, წარმატებით გაიარა გერმანული კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტი და ISO 9001:2015 სერტიფიკატი მეხუთედ მოიპოვა.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, აუდიტმა სტანდარტით გათვალისწინებული ყველა პუნქტი მოიცვა და სრული მოცულობით შემოწმდა სააგენტოში მოქმედი პროცესები. მათივე ინფორმაციით  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ერთ-ერთი პირველი საჯარო სამსახურია საქართველოში, სადაც 2012 წელს ხარისხის მართვის სისტემა დაინერგა და წარმატებით გავლილი აუდიტების შედეგად დღეს უკვე ISO 9001:2015 განახლებულ სერტიფიკატს ფლობს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში