"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" - ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა 

10 ივლისი 2024, 11:45 408 ნახვა

საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველო დაფუძნდა. მასში გაერთიანებული არიან  ვატო შაქარიშვილი, ბიძინა გიორგობიანი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი.

მოძრაობის წევრებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, ძირითადი აქცენტები და კრიტიკა საგარეო პოლიტიკასა და ოპოზიციის როლზე გააკეთეს.

ამბობენ, რომ ქართველ ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, უკეთ აღიქვას სინამდვილე, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან არის დაკავშირებული.

საზოგადოებრივი მოძრაობა ერთი წლის თავზე პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას გეგმავს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი