ერთიანი ეროვნული გამოცდები

08 ივლისი 2024, 11:44 757 ნახვა

ინგლისურ ენაში გამოცდის პირველი სესია დასრულდა. აბიტურიენტების განცხადებით, გარემო არ იყო სტრესული, ტესტები კი არ იყო განსაკუთრებულად რთული.

მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 2 საათში დაიწყება, გამოცდა კი ზუსტად 15 საათზე. უცხო ენებიდან აბიტურიენტების უმეტესობა სწორედ ინგლისურ ენას აბარებს. პირველი გამოცდა, ტრადიციულად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა.

საგამოცდო პროცესი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. 47 000-ზე მეტ აბიტურიენტს სურს წელს სტუდენტი გახდეს.

დედაქალაქის გარდა, საგამოცდო ცენტრები 11 ქალაქშია გახსნილი, მათ შორის აჭარაში 4, 3 ბათუმში ერთი კი ხულოში. წელს აქ სტუდენტობის მსურველი 136 აბიტურიენტია რეგისტრირებული.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში