ქართული ფესტივალი ლევილში

08 ივლისი 2024, 10:01 607 ნახვა

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი გრძელდება. მეშვიდე საფესტივალო კვირის დასკვნით დღეს მაია ჯაბუამ, ეკა კახიანმა და თემურ თათარაშვილმა ერთობლივი კონცერტი გამართეს. სტუმრებმა ნახეს სამტრედიისა და დმანისის თეატრების ერთობლივი სპექტაკლი „12 განრისხებული მამაკაცი“. 

კოპროდუქცია სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორ ვეფხია ნადირაძისა და დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ გიორგი სიხარულიძის ერთობლივი მუშაობით შეიქმნა.

ღონისძიება დასრულდა ანსამბლ „ბათუმის“ ქორეოგრაფიული ნომრებით. მაყურებელმა ნახა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული ცეკვები. ლევილში ქართული ფესტივალი 24 მაისიდან 14 ივლისამდე ყოველ შაბათ-კვირას ტარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი