ბოტანიკურ ბაღში სკაუტური ბანაკი დაიხურა

07 ივლისი 2024, 11:50 627 ნახვა

ბოტანიკურ ბაღში სკაუტური ბანაკი დაიხურა. 7 დღის განმავლობაში ბავშვები მშობლებისგან დამოუკიდებლად ბოტანიკურ ბაღში მოწყობილ კარვებში ცხოვრობდნენ.

ისინი  სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობდნენ. გაიარეს სკაუტური ტრენინგები, შეისწავლეს პირველადი დახმარების გაწევა, კარვის გაშლა, მიიღეს ინფორმაცია ეკოლოგიის შესახებ.

სკაუტურ ბანაკში მონაწილეობდნენ როგორც გამოცდილი სკაუტები, ასევე ახალწვეულებიც, რომლებმაც კვირეულის ბოლო დღეს ფიცი დადეს და სკაუტური მოძრაობის წევრები გახდნენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი