ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დათვლილი 30,5 მილიონი ხმიდან, პეზეშკიანმა 16,3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, ხოლო, მისმა მოწინააღმდეგემ, რეჟიმის მხარდამჭერმა და ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მდივანმა, საიდ ჯალილმა 13,5 მილიონზე მეტი.
ყოფილი დეპუტატი და კარდიოქირურგი, პეზეშკიანი ირანის ე.წ. მორალის პოლიციას აკრიტიკებს, ამომრჩეველს ერთიანობას და მსოფლიოსგან ირანის იზოლაციის დასრულებას ჰპირდება.
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტ, ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო დაინიშნა. მეორე ტური მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პირველ ტურში, უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.