საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კონკურსში მონაწილეობის მსურველი ხუთივე კანდიდატი გასაუბრების ეტაპზე გადავიდა - გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესარჩევი კომისიის სხდომაზე მიიღეს. კანდიდატებთან გასაუბრება მომავალ კვირაში გაიმართება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს საქართველოს პრეზიდენტი კომისიის რეკომედაციით შეარჩევს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 4 წლის ვადით ირჩევა. პრეზიდენტის კვოტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასმოსამართლე წევრი თამარ ღვამიჩავა იყო.