ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ტურისტი დაიღუპა - პოლიციამ გამოძიება დაიწყო

05 ივლისი 2024, 10:04 655 ნახვა

ბათუმში, პარაშუტის ჩამოვარდნის საქმეზე გამოძიება დაიწყო. თვითმხილველების ინფორმაციით, პარაშუტი ძლიერი ქარის გამო ჩამოვარდა, მასზე ტურისტი ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა,  დაშავებული კაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტურია და სამედიცინო კვლევები უტარდება. პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება  275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების ნორმის დარღვევას გულისხმობს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი