EU ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

30 ივნისი 2024, 11:50 169 ნახვა

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

საბჭოს ცნობით, დაწესებული სანქციების მიზანს მათთვის გვერდის ავლის პრობლემის გადაჭრა წარმოადგენს.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვა გაგრძელდება და დამატებითი შეზღუდვები დაწესდება ისეთ საქონელზე, რომელმაც შეიძლება ბელარუსის ინდუსტრიული პოტენციალის გაძლიერებას შეუწყოს ხელი.

ასევე, ბელარუსიდან ოქროსა და ბრილიანტის, ჰელიუმის, ქვანახშირისა და მინერალური პროდუქტების, მათ შორის, ნედლი ნავთობის პირდაპირი ან არაპირდაპირი იმპორტი, შეძენა ან გადატანა აიკრძალება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში