"დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წლის იუბილეს", – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. დარჩიაშვილის თქმით, ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მთავარ სამართლებრივ ჩარჩოს.