შუახევში საზაფხულო იალაღებზე მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება - მერია

27 ივნისი 2024, 17:14 432 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასო მომსახურების პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა იალაღებზე მგზავრთა უფასოდ, ავტოტრანსპორტით გადაყვანას ითვალისწინებს. პროგრამით ისარგებლებენ როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები.

მათივე ინფორმაციით, მგზავრებს საშუალება ექნებათ უსაფრთხოდ გადაადგილდნენ: 

  • შუახევი-კატრიანი-ყავრიანი;
  • ხიჭაური, ახალდაბა, ბარათაული-გრძელგორი;
  • ხიჭაური-თაგინური;
  • ცხემლისი-თაგინური (ნაფოცხვარა);
  • ჭალა-წყაროთა-თაგინური;
  • ოლადაური-ჩირუხი;
  • პაპოშვილები, გორი, ლაბათის უბანი- ჩირუხი;
  • ტბეთი, გოგაძეები-ჩირუხი;
  • ქიძინიძეები, ჯაბნიძეები-ჩირუხი;
  • დღვანი, ლომანაური, გოგინაური -ჩირუხი;
  • შუბანი-ჩირუხი;
  • კვირიაული, ცინარეთი-ღომა- საყენდრია;
  • წაბლანა-ღომა-საყენდრია;
  • ნიგაზეული-ჯანჯღნარი;
  • ხიჭაური-მერიაყელი;
  • ინწკირვეთი-შედრეკილი;
  • შუახევი-თეთრობი;
  • ბრილი,ხაბელაშვილები - თაგინური;
  • დღვანი, ლომანაური, გოგინაური-საბერწია;
  • კარაპეტი, მაწყვალთა-მაწყვალთის მთა;
  • მახალაკიძეები-სანალია;
  • კობალთა-ძველი მთა.

უწყებაში განმარტავენ, რომ პროგრამაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 280 ლარი დაიხაჯება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი