წინასაპრემიერო რეპეტიცია ბათუმის დრამატულ თეატრში

26 ივნისი 2024, 19:42 543 ნახვა

ბათუმის დრამატული თეატრი 145-ე სეზონის მეათე პრემიერისთვის ემზადება, ამ წუთებში წინასაპრემიერო რეპეტიცია მიმდინარეობს. მაყურებელი ილია ჭავჭავაძის მოთხრობის  „კაცია ადამიანის“  მიხედვით დადგმული სპექტაკლის  პრემიერას იხილავს.  ქართული კლასიკური ლიტერატურის გამორჩეულ ნაწარმოებს ბათუმის დამატული თეატრის სცენაზე რეჟისორი გაგა გოშაძე   გააცოცხლებს . მთავარ როლებში კი ტიტე კომახიძესა და ეკატერინე ჩავლეიშვილს ვიხილავთ.ჩვენებები 28,29 და 30 ივნისს დიდ სცენაზე გაიმართება .

 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში