ქობულეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოძახებული პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ცხელ კვალზე, ერთი პირი დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველი სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების დროს დაჭრეს, როცა განქორწინებული კაცი ყოფილ ცოლთან მივიდა და პოლიცია გამოიძახეს.
მედიკოსების ინფორმაციით, სამართალდამცველი კლინიკიდან უკვე გაეწერა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.