სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა დასრულდა. ფინალში 11 სიმღერა და 9 ქორეოგრაფიული ნომერი შესრულდა. მონაწილეების შესრულება 12 წევრიანმა ჟიურიმ შეაფასა. გამოვლინდა 7-7 საუკეთესო ანსამბლი. მათ განათლების სამინისტრო სასცენო კოსტიუმებს შეუკერავს. ღონისძიება წელს 20 ათასი ლარით დაფინანსდა და წელს მეხუთედ ჩატარდა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            